კინემატოგრაფისტების ნაწილი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს
Share
Share
ქართველი კინემატოგრაფისტების ნაწილი საქართველოს კულტურის სამინისტროს პოლიტიკას ბოიკოტს უცხადებს. ისინი ამბობენ, რომ “რეპრესიულ პოლიტიკას” პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კინემატოგრაფისტები აღარ მიიღებენ მონაწილეობას “მიტაცებული კინოცენტრის” გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ასევე, ისინი უარს ამბობენ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ “გვსურს ვიქცეთ” ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება “განადგურებისაკენ” მიჰყავს.
“პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!
დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია”! – წერია კინემატოგრაფისტების განცხადებაში. განცხადებას 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkartulikino.sos%2Fposts%2Fpfbid0CHp3of59Xb8AkQ2dY2DePTAVDSZwSC3vdnNAs2FEd7uLwHwQsMf4Cs38siDGV1mYl&show_text=true&width=500
საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და რეორგანიზაციის შეწყვეტას ითხოვენ. მათ მხარს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი უჭერს.