მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას - Edison Research-ის კვლევის მთავარი მიგნებები
Share
Share
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 83% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.