პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება და ერთჯერადად მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება.
თებერვლიდანვე თბილისში სააბონენტო სისტემა ამოქმედდება და მოქალაქეებს 7 სახით აბონემენტის არჩევა შეეძლებათ.
სააბონენტო სისტემის ფასები შემდეგია:
ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი
[ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა არ სჭირდებათ. მოქალაქეს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება. ასევე, 90-წუთის განმავლობაში ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის. ]
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი
[1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს]
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი – 20 ლარი [მოქალაქეს შეეძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 კვირის განმავლობაში 20 ლარად იმგზავროს. კახა კალაძის თქმით, ბარათი, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები იმოქმედებს]
ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი
[“ეს, ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება”. – ამბობს კალაძე. აბონემენტის მფლობელს შეეძლება, 1 თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40 ლარად იმგზავროს]